
• პირველმა ამერიკულმა ორთქლზე მავალმა გემმა 32 საათი მოანდომა ნიუ-ორკიდან ალბანიმდე მისვლას. ხალხს გაეცინა. • პირველ ძრავიან მანქანას ცხენზე შებმულმა ეტლმა ისე ჩაუქროლა, გეგონებოდათ გაჩერებული იდგა. ხალხს გაეცინა. • პირველი ელექტრო ნათურა ისე მკრთალი იყო, რომ ხალხს გაზის ნათურის ჩართვა უწევდა მის დასანახად. მათ გაეცინათ. • პირველი თვითმფრინავი აფრენის შემდეგ 59 წამში დაეშვა მიწაზე. ხალხს გაეცინა. ასე, რომ შეწყვიტე ზედმეტი ფიქრი, ურალოდ - გაბედე!
ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გამოხატო. წარმოიდგინე სიტყვა, რომელიც არ გითქვამს; ხმა, რომელიც არ გაგიჟღერებია; ამბავი, რომელიც არ მოგიყოლია; გრძნობა, რომელიც არ გაგიმჟღავნებია; გმირობა, რომელიც არ ჩაგიდენია... იცი, რომ შეგიძლია შეცვალო ადამიანის მთლიანი დღე და მომავალი უბრალო სიტყვებით: მიყვარხარ! მაპატიე!.. შენ გვერდით ვარ! წინ იარე! გაბედე! გამოგივა! და უბრალო ქმედებით: აღტაცებით მიესალმო თუნდაც უცხო ადამიანს. ჩაეხუტო. დაუთმო. კარი გაუღო. მოულოდნელად დაურეკო მშობლებს, მეგობრებს. უბრალო მომსახურებისთვისაც მადლობა გადაიხადო. იყავი ის ერთი, რომელსაც სჯერა სხვისი უკეთესობის, სწამს შეცვლის, მოლოდინი აქვს წარმატების და არ ნებდება არასოდეს. ჩაერთე კამპანიაში და შენც #გამოხატე